"ევროპული საქართველო" თბილისის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატს ნიკა მელიას და დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად წარდგენილ ელენე ხოშტარიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარს დაუჭერს.
ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ეს არჩევანი ამაზე მკაფიო ვეღარ იქნება. ერთ მხარეს არის ძალადობა, სიძულვილი, ზიზღი, პუტინის თაყვანისცემა, ქვეყნის დამოუკიდებლობაზე უარის თქმა და მეორე მხარეს არის ჩვენი ისტორიული მისიის შესრულება, ქვეყანა, სადაც ყველას უნდა, რომ ერთმანეთის თავისუფლებას პატივი სცეს. ამიტომ ევროპული საქართველო ვიყავით და ვართ ინიციატორები, რომ ამ უაღრესად საშიშ ვითარებაში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულმა პოლიტიკურმა ძალები, ვალდებული ვართ ვითანამშრომლოთ და ვიყოთ კოორდინირებაში, - ამბობს გიგა ბოკერია.
იხილეთ ასევე: