"ქართული ოცნების" მიერ დამკვიდრებული მედიასთან ურთიერთობის სტანდარტი დღეს არც პრემიერმინისტრს დაურღვევია. ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან ისევ თავდასხმის რეჟიმში განაგრძობს ურთიერთობას და კიდევ უფრო ამწვავებს. მთავრობის მეთაურითვის მისივე წახალისებული 5 ივლისის სისხლიანი სპეცოპერაცია ჟურნალისტებისა და ოპერატორების წინააღმდეგ ქუჩაში რაღაც ჩხუბია, რომელიც სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დააკავა - ასეთია ღარიბაშვილის ვერსია. პრემიერმა დღეს თავი აარიდა მისი მოადგილის უპრეცენდენტო ძალადობრივი პერფორმანსის შეფასებას იმის მიუხედავად, რომ თეა წულუკიანის ქმედებაში ღიად იკითხება დანაშაულის ნიშნები.
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ არაფერი იცის სენაკის თეატრში მისი მოადგილის დადგმულ პერფორმანსზე. კულტურის მინისტრმა და პირველმა ვიცეპრემიერმა სხვისი ნივთი რომ მიითვისა და "მთავარი არხის" ჟურნალისტს საქმიანობაში ხელი შეუშალა, ეს უხერხულობას ირაკლი ღარიბაშვილსაც საერთოდ არ უქმნის. მეტიც, მედიის შესახებ დღესაც იგივე გაიმეორა და ისევ ჟურნალისტების ბულინგის კამპანია გააგრძელა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს 5 ივლისის მედიის სადამსჯელო სპეცოპერაციის ახლებური ვერსია წარადგინა. ირკვევა რომ მასობრივი ძალადობა მედიაზე - ქუჩაში რაღაც ჩხუბი ყოფილა, რომელსაც სახელმწიფომ პასუხი გასცა. პრემიერმინისტრი იმასაც ამტკიცებდა რომ ამ დროისთვის ყველა მოძალადე დაკავებულია.
იხილეთ ასევე: