ვაქცინაციის პორტალმა BOOKING.MOH.GOV.GE ისევ გაჭედა და მოქალაქეები Pfizer-ის ვაქცინაზე დარეგისტრირებას კვლავ ვერ ახერხებენ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვაქცინაციის პორტალმა რეგისტრაციის პროცესში გაჭედა. 20 ივლისს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საიტი უკვე აღარ გაჭედავს, რადგან მასზე ყველაზე მაღალი რანგის IT სპეციალისტებმა იმუშავეს და ხარვეზი გამოასწორეს.
ამასთანავე, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროზე არაერთი კიბერთავდასხმა განხორციელდა, რაც ვაქცინაციის პროცესს აფერხებს. შექმნილი სიტუაციის გამო, სამინისტრომ აამოქმედა რეგისტრაციის დამატებითი საშუალება - ცხელი ხაზი 15 22. თუმცა ცხელ ხაზზე მოქალაქეების ზარებს ავტომოპაუხე პასუხობს, რომ ყველა ოპერატორი დაკავებულია.
ცნობისთვის, "ფაიზერის" 500 000 დოზა საქართველოში გუშინ გვიან ღამით შემოვიდა. ვაქცინა ამერიკის საჩუქარია საქართველოსთვი.
ამავე თემაზე: