თბილისის ქუჩებში გაკრულ სიძულვილის ენის შემცველ პლაკატებთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა ის პირები, რომლებიც "თვითნებურად გააკრეს პლაკატები და დაამახინჯეს ქალაქის იერსახე".
მათივე ცნობით, "სამართალდამრღვევი პირები დაჯარიმდებიან კანონის შესაბამისად".
ცნობისთვის,"ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ბრძოლის ჩვეულ ტაქტიკას მიმართა და წინასაარჩევნოდ სიძულვილის მანქანა აამოქმედა. არა ნაცებს! არა ბოროტებას! - თბილისის ქუჩებში ამ წარწერებით პლაკატები გამოჩნდა, ოღონდ, ამჯერად ოპოზიციური პარტიის ლიდერების გარდა, ბანერებზე ხელისუფლებისთვის არასასურველი კრიტიკული მედიის მენეჯერებიც არიან.
ამავე თემაზე: