საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ქართველი ძიუდოისტის, ლუკა მხეიძის მიერ ოლიმპიურ თამაშებში მოპოვებულ ბრინჯაოს მედალს ეხმაურება და წერს, რომ მან ტოკიოში პირველი ფრანგული მედალი მოიპოვა.
ტოკიოს ოლიმპიადაზე მხეიძე სწორედ საფრანგეთის სახელით ასპარეზობს.
"ოლიმპიური თამაშები არაჩვეულებრივი ადამიანების ისტორიებია. საქართველოში დაბადებული ლუკა მხეიძემ, რომელიც 2015 წელს საფრანგეთის მოქალაქე გახდა, ტოკიოში პირველი ფრანგული მედალი მოიპოვა. მის მიერ არჩეული ქვეყანა სიამაყეს იზიარებს",-წერს მაკრონი.