თბილისის მერის შეუსრულებელი დაპირებები | კახა კალაძე 2017-2021

გამოქვეყნდა:

კახი კალაძე მერობის ერთადერთი კანდიდატია, ვისზეც შეგვიძლია არა თეორიულად, ლამაზი სამომავლო დაპირებების მიხედვით ვიმსჯელოთ, არამედ პრაქტიკული გამოცდილებით - ის ოთხი წლის განმავლობაში იყო თბილისის მთავრობის ხელმძღვანელი და იმისდა მიხედვით, თუ რა გააკეთა ამ ხნის განმავლობაში, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რას გააკეთებს მომდევნო წლებში. 

თუმცა არც დაპირებებია ასე ხელწამოსაკრავი - მათაც ბევრი რამის თქმა შეუძლია მერობის კანდიდატზე. 

დათო აბრამიშვილმა, მომდევნო სიუჟეტის ავტორმა, დაითვალა და აღმოაჩინა, რომ შეუსრულებელი დაპირებების სიუხვით კახი კალაძე "ქართულ ოცნებაში" ერთადერთ ადამიანს ჩამოუვარდება - ბიძინა ივანიშვილს. 

ამიტომ დათომ შეადარა - რას პირდებოდა კალაძე დედაქალაქს და რა შეუსრულა რეალურად; და, შესაბამისად, რამდენად უნდა დავიჯეროთ მისი ახალი დაპირებების. 

მთავარი აქცენტი ჩვენ გავაკეთეთ არა პატარ-პატარა მართლაც ძალიან ლამაზ სკვერებზე ან პარკებზე, არამედ მასშტაბურ პროექტებზე - თქვენ თბილისის მერიის მიერ შესრულებული რომელი გრანდიოზული პროექტი გახსენდებათ პირველ რიგში?... და მეორე და მესამე რიგში?

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი