პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოში რუსი მომღერლის ლევ ლეშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით ჰკითხა და კუჭავას ოკუპაციის კანონის დარღვევასთან დაკავშირებით შეფასება მოსთხოვა.
"საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება მოქალაქე ლეშენკო, დადის პოლიციის ესკორტით, თვითმხილველებიც ამას საუბრობენ, ამ ადამიანს უკრაინაში აკრძალული აქვს შესვლა, სხვათაშორის. ... შეფასებას ვითხოვ ამასთან დაკავშირებით",- თქვა ხატია დეკანოძემ.
კახა კუჭავამ კი დეკანოიძეს უპასუხა, რომ ლეშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" წევრებს ინფორმაცია არ აქვთ და გაერკვევიან.
"გავერკვევით ქალბატონო ხატია, არ გვაქვს ინფორმაცია და ნამდვილად მოვიკითხავ. რა შეფასება უნდა კანონი ვისაც აქვს დარღვეული რეაგირებაა საჭირო,"- თქვა კუჭავამ.
ხატია დეკანოიძემ კუჭავას განუმარტა, რომ ლეშენკო საქართველოში შემოსვლით ოკუპაციის შესახებ კანონს არღვევდა და იქვე გაიხსენა 2019 წლის 20 ივნისს, საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტი.
ამის საპასუხოდ კი კუჭავამ თქვა: "თქვენ გყავდათ მოწვეული მანამდე გავრილოვი, 2016 წელს იყო ხო საქართველოში... სულსკი და კოვალოვი, რა მნიშვნელობა აქვს".
რუსი მომღერლის, ლევ ლეშენკოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა.
როგორც ნიკა გვარამიამ თქვა, ლეშენკოს ბიძინა ივანიშვილი, ღარიბაშვილის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი და მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია მასპინძლობენ.
იხილეთ ასევე: