პოლიციელების ცემის გამო დაკავებულ 2 მოჭიდავეს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

ხობში პოლიციელების ცემის გამო დაკავებულ 2 მოჭიდავეს - ზაზა დათეშაძეს და ვარლამ კვარაცხელიას 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ოჯახის წევრები კი პირიქით, მათ დარბაზიდან გათავისუფლებას ელოდნენ. მათი თქმით, დაპირისპირება გაუგებრობა იყო და ეს არაფხიზელი მდგომარეობის გამო მოხდა. 

კვარაცხელიას დედა ამბობს, რომ ისინი აფხაზეთიდან დევნილები არიან, ბაშვი ობლობაში გაიზარდა და სამართალდამცავებს მისი კარიერა უნდა გაეთვალისწინებინათ. 

რაც შეეხება მომხდარზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ კიდევ ორ სპორტსმენს - ნიკა ყორშიასა და ნუგზარ წურწუმიას, მათ 3-დღიანი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული და ოჯახში დღეს დაბრუნდებიან.

ამავე თემაზე:

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი