ინოვატორები ხართ, ოქტომბერში გაქვთ ადგილობრივი არჩევნები, რომელიც ერთგვარი რეფერენდუმია - რიკ დემსი

გამოქვეყნდა:

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რიკ დემსი საქართველოში, 2021 წელს გასამართ 
თვითმმართველობის არჩევნებს ინოვატორულს უწოდებს და ამბობს, რომ პირველი შემთხვევაა, როცა ადგილობრივი არჩევნები ეროვნულ რეფერენდუმად განიხილება.

რიკ დემსიმ, ჟურნალისტებთან, რეფორმების გატარებისას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

​"როდესაც ახორციელებთ რეფორმას აუცილებელია, იცოდეთ ვენეციის კომისიიის მოსაზრება. ვენეციის კომისია არ არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც გეუბნებათ რა უნდა გააკეთოთ, ისინი გეუბნებიან მოსაზრებას, რომელიც გეუბნებათ, რა უნდა გააკეთოთ. ისინი გეუბნებიან მოსაზრებას, რომელიც შემდეგ პარლამენტმა და ხელისუფლებამ უნდა განიხილოს. ოქტომბერში თქვენ გაქვთ ადგილობრივი არჩევნები, რომელიც როგორც ვხვდები იქნება, ერთგვარი ეროვნული რეფერენდუმი, ასეთი რამ არასოდეს მინახავს, ასე რომ შეიძლება ვთქვათ, რომ ინოვატორები ხართ და ეს საინტერესოა,-თქვა მან.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საბოლოო დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი არჩევნებში 43%-ს ვერ მოაგროვებს, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

მიშელის დოკუმენტს მმართველმა გუნდმა და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი