ბადრი ესებუას ძმას 4 წლით პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის სასამართლომ ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმეს მოსამართლე ნატრული აკობია განიხილავდა. ცნობილია, რომ ეს გადაწყვეტილება მან 13 ივლისს მიიღო, მედიისთვის ცნობილი კი მხოლოდ დღეს, 27 ივლისს გახდა. 

დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის დამნაშავე არ არის და საკუთარი ძმის გამო დაისაჯა. ადვოკატი
იოსებ ჯანაშია ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ბიძინა ესებუა 12 დეკემბერს იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების უკანონო ტარებისთვის დააკავეს. შსს-ს მტკიცებას, რომ ის ძმას, ბადრის უნდა შეხვედროდა, ოჯახი უარყოფს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ბადრი ესებუას უკვე თვეებია, ეძებსთავდასხმა ბანკის ფილიალზე 21 ოქტომბერს მოხდა. შეარაღებული ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა. 

ავტორი: ემა გოგოხია

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი