მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლას და დემოკრატიულ, დასავლურ და ევროპულ ქვეყნად გადაქცევას, რისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება მედიის თავისუფლებაა - ეს განცხაადება საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა გააკეთა. დიპლომატი კრიტიკულ მედიაზე გახშირებულ თავდასხმებსაც გამოეხმაურა.
"დემოკრატიულ საქართველოში მედიის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლას და დემოკრატიულ, დასავლურ და ევროპულ ქვეყნად გადაქცევას, რისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება მედიის თავისუფლებაა.
დარწმუნებული ვარ, რომ 5 ივლისს მოხმდარი ძალადობის გამო დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან, აუცილებელია მედიას თვისუფლად მოქმედების საშუალება ჰქონდეს, ჩვენ ჟურნალისტებს მხარს ვუჭერთ. მოხდართან მიმართებაში აუცილებელია რომ ძალადობის თითოეული ფაქტი გამოიძიონ და შესაბამისი შედეგები დადგეს", - თქვა დიეგო კოლასმა.
ცნობისთვის, ეს პირველი განცხადება არ არის, როდესაც საფრანგეთის ელჩი საქართველოში ხელისუფლებას მოუწოდებს ჩადენილი დანაშაულებები გამოიძიოს. 13 ივლისს დიეგო კოლასმა მთავრობას "განხეთქილების გამომწვევი" განცხადებების გაკეთების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდა.
ამავე თემაზე: