საგადასახადო სამსახური ოპოზიციური არხების რეიტინგების მთვლელ კომპანიაში შევიდა - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ დღეს საგადასახადო სამსახური ოპოზიციური არხების რეიტინგების მთვლელ კომპანიაში შევიდა. მისი თქმით, სამსახურმა ინვენტარის, ანუ ფიფლმეტრების განთავსების ოჯახების ბაზის გახსნა მოითხოვა.

"სერიიდან "უცნაური დამთხვევები".

დღეს საგადასახადო სამსახური ინვენტარიზაციით შევიდა ოპოზიციური არხების რეიტინგების მთვლელ კომპანიაში. ანუ, მოითხოვა ინვენტარის, ანუ ფიფლმეტრების განთავსების ოჯახების ბაზის გახსნა.

რომ იცოდეთ ეს რას ნიშნავს - სრულიად გასაიდუმლოებულია ეს ბაზა ყველგან და ყოველთვის. მისი გახსნა ნიშნავს რეიტინგებით მანიპულირების შეუზღუდავ შესაძლებლობას, შესაბამისად, ჩვენი შემოსავლებისთვის აუცილებელი მონაცემის გაყალბებას. ცხადია, არა ჩვენს სასარგებლოდ", - წერს ნიკა გვარამია. 

ნიკა გვარამია, ასევე, წერს, რომ იმ 500 შემთხვევით შერჩეულ კომპანიაში, სადაც საგადასახადო შევიდა, აღმოჩნდა ყველა ის სარეკლამო კომპანია, ვინც "მთავარი არხის" ყველაზე მეტ რეკლამას ყიდის და შესაბამისად ყველაზე მსხვილი ფულის შემომტანია ტელევიზიაში. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 27 ივლისს, "მთავარი არხის" სარეკლამო გაყიდვების სახლში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შევიდა. ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს, რომ ივლისის თვეში შესამოწმებლად 500 კომპანია შემთხვევითად აარჩიეს.

კომპანიის იურისტი ფაქტს წინასაარჩევნო პერიოდსა და კრიტიკულ მედიაზე ზეწოლას უკავშირებს. შემოწმების მიღმა ცალსახად პოლიტიკურ მიზნებსა და "ქართული ოცნების" რეპრესიულ ინსტრუმენტებს ხედავენ ოპოზიციური პარტიების წევრები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი