"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, ხათუნა სამნიძე ფიქრობს, რომ პარლამენტის დატოვება კარგი ნაბიჯი არაა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ისაუბრა.
"მე ვლაპარაკობ რესპუბლიკური პარტიის სახელით, რა თქმა უნდა. მე არ ვფიქრობ, რომ ეს [პარლამენტიდან გასვლა] არის სწორი ნაბიჯი. ყველა ვერსიაზე უნდა ვისაუბროთ, რას რა მოჰყვება. მაგრამ ისინი, ვინც ამას კარგ ნაბიჯად თვლის, მაშინ უნდა ვკითხოთ, რა არის მეორე ნაბიჯი. მე ჯერ არ მომისმენია", - აღნიშნა სამნიძემ.
იხილეთ ასევე: