ქვეყანაში ინვესტიციების კლება მართლმსაჯულების მთავრობის დაქვემდებარებაში ყოფნის ბრალია - ბადრი ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური მოძრაობა "ლელო" ხელისუფლებას დასავლეთის მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებს. 

ლელოს გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, სასამართლო უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენებისგან და სასამართლოს გამოყენებით პოლიტიკური ოპონენტების დევნა უნდა შეწყდეს. 

ეს არის ჩვენი სტრატეგიული მეგობრის ელჩის განცხადება, ჩვენი ქვეყნის მეგობრის განცხადება. ჩვენ ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, რომ ქვეყანაში იკლო ინვესტიციებმა კატასტროფულად. რაც არის ზუსტად იმის შედეგი, რომ დაქვემდებარებული არის სასამართლო, პროკურატურა, მართლმსაჯულება, - ამბობს პოლიტიკური მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე

ჯაფარიძის თქმით, მის პოლიტიკურ მოძრაობას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და სწორედ ამიტომ, ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ლელო ისევ შეძლებს ინვესტიციების მოზიდვას, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან რაც შეიძლება მალე გამოვიდეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი