რუსეთთან თუ აღდგა პირდაპირი მიმოსვლა მივესალმები, ჩემი ეკონომიკა წინ წაიწევს - ზარქუა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ რუსეთთან პირდაპირი მიმოსვლა საქართველოს ეკონომიკას "წინ წაწევს", ამიტომ, ის ფრენების აღდგენას მიესალმება. ზარქუას თქმით, რუსეთთან მიმოსვლის აღდგენა, მოსახლეობას გაუხარდება. 

ამ თემაზე მან კომენტარი "ფორმულასთან" გააკეთა.

"მე მგონია, პირდაპირი რეისები თუ აღდგება, რომელსაც არ დაადგა საშველი, ძალიან გაუხარდება ჩემს მოსახლეობას, ჩემს ეკონომიკას და წინ წაგვწევს. ამიტომ ეკონომიკა არ უნდა ავურიოთ. სააკაშვილის დროსაც გადიოდა... არ ვიცი, ვინ აცხადებს, სერიოზული შედეგი მოყვება თუ არა, ისინი გადამგდებები არიან. თუ აღდგა პირდაპირი მიმოსვლა, მივესალმები, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ეკონომიკა, ჩემი ტურიზმი წინ წაიწევს",- თქვა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გრიგორი კარასინის თქმით, რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი