კულტურის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის ახალ მოსაზრებას, რომ ჟურნალისტებზე გარკევული რეგულაციების შემოღების მომხრეა, და ეს კანონში უნდა გაიწეროს ეთიკის ქარტიაში აფასებენ. აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების სურვილს, გააკონტროლოს მედია.
"წულუკიანის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებას აქვს სურვილი გააკონტროლოს მედია. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენლები მედიის შინაარსში ჩარევასა და დამატებითი რეგულაციების დაწესებაზე საუბრობენ. ეს ყველაფერი იმ კამპანიის შედეგია, რომელსაც ხელისუფლება ბოლო პერიოდში ეწევა, განსაკუთრებით რამდენიმე კვირის განმავლობაში, როცა ერთი მხრივ ახალისებს ძალადობას და ახლა უკვე საუბრობს დამატებითი რეგულაციების შემოღებაზე", - თქვა მარიამ გოგოსაშვილმა.
წულუკიანმა "რადიო უცნობის" ეთერში თქვა, რომ "გარკვეული რეგულაციების იდეას აბსოლუტურად ემხრობა". მისი თქმით, ინფორმაციის გავრცელებას თან ვალდებულებები ახლავს და ეს ქართულ კანონში უფრო მკაფიოდ უნდა გაიწეროს.
ცნობისთვის, 22 ივლისს სენაკის თეატრში ჩასულმა კულტურის მინისტრმა, "მთავარი არხის" ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით, კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და ამჯერად "მთავარი არხის" ჟურნალისტი მიკროფონის დასაბრუნებლად სვანეთში "დაიბარა". წინააღმდეგ შემთხვევაში წულუკიანმა თქვა, რომ მომავალ შეხვედრამდე ჟურნალისტმა უნდა დაიცადოს.