გორში, 38 წლის სერგო ბიჩინოვი, რომელიც ყოფილი მსჯავრდებულია პოლიციელს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშუალებს. კაცი "მთავარ არხთან" ყვება, რომ თეიმურაზ გაბინაშვილი მას სხვა პირებისთვის ნარკოტიკის ჩადებას აიძულებდა.
მისივე თქმით, რამდენჯერმე არარსებული დანაშაულის ჩადება დააბრალეს და ციხეში უსამართლოდ გაუშვეს.
ბიძინოვმა ორჯერ სუიციდიც სცადა, ზეწოლაზე მისი ცოლიც საუბრობს.
"თემურ გაბინაშვილი იყო უფროსი აქ სამმართველოსი, დამიბარა და მითხრა უნდა ითანამშრომლო ჩვენთანო, ვუთხარი თქვენთან ვერ ვითანამშრომლებო. ეგ დღე იყო და გადამეკიდა, ხან ვის მიგზავნიდა თანამშრომლებს, ქალაქი დატოვოსო, მერე პირადად სახლში შემოდიდოდა ღამის 2 საათზე, გააღებდა კარებს შემოდიოდა, მეუბნებოდა ადექი საქმე მაქვს, პარკებით, პლანს დადებდა აი ეს უნდა წაიღო იქ დატოვოო, მეთქი მე ეგეთი ადამიანი არ ვარ.
მე ვისაც დაგიკონკრეტებო, პლანი უნდა წამეღო, ჩამეგდო, რა უნდა მექნა არ ვიცი. ამაზე რომ მიიღო უარი აქეთ მე ჩამიდო ის პლანი და შემომტენა ქურდობა.
ადრე იყო შემთხვევა სუბოტექსს მოგცემთ და ეგეთი რაღაცეები. ხიდიდან გადავხტი მაგ თემურა გაბინაშვილის გამო. ფიზიკურადაც იყო შემთხვევბი, მეც ხელი შევუბრუნე ერთხელ თავის კაბინეტში და მერე ერთი 20-მა კაცმა გადამიარა ზედ", - ამბობს სერგო ბიძინოვი.
"მთავარი არხი" სამართალდამცველთან დაკავშირებას დილიდან ცდილობს, თუმცა ის კონტაქტზე არ გამოდის. მისი თანამშრომლები კი ამბობენ, რომ პოლიციელი ამ დროისთვის სამსახურში არ იმყოფება.
გაბინაშვილის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გარდა სექსუალური შევიწროების ბრალდებაც ისმის.