1000 ლარი ყველა ზრდასრულს, 500 ყველა არასრულწლოვანს - ნაციონალური მოძრაობის დახმარების გეგმა

გამოქვეყნდა:

ნაციონალურ მოძრაობას მოსახლეობის დახმარების კონკრეტული გეგმა აქვს. მათი პროექტის მიხედვით აბსოლუტურად ყველა ზრდასრულ მოქალაქეს 1000 ლარი, არასრულწლოვანს კი 500 ლარი უნდა გადაეცეს. 

დღეს  ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში ჩავიდა და სარიბეგოვების ოჯახს ესტუმრა. 

თვითდასაქმებულთა ოჯახი ეპიდემიის შემდეგ შემოსავლის გარეშე დარჩა და მათი მდგომარეობა დღეს უკიდურესად მძიმეა. 

ეს ის ხალხია, რომელიც მთავრობის უსამართლო დაპირებებშიც კი ვერ მოხვდა. ჯერ რას დაპირდნენ მოსახლეობას პანდემიის დროს და ეს ხალხი იმ მილიონ ადამიანშიც ვერ მოხვდა. ჩვენ ამ ადამიანებს დავეხმარებით, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის თქმით, ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის აბსოლუტურად ყველასთვის გადაუდებელი ფულადი დახმარების გაწევაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი