"ლიტერას" ჟიური მეოთხე წევრმა, ლიტერატურათმცოდნე ბელა წიფურიამაც დატოვა. როგორც ის "მთავარ არხთან" განმარტავს, კონკურსის ჟიურიში კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის ჩასმით, თეა წულუკიანმა "ლიტერაში" პოლიტიკის და ცენზურის შეტანა სცადა.
ეს არ არის ფანტომური ტკივილი. მე ვიტყოდი, რომ ეს არის, როგორც ჩანს, ქართველი მწერლების და ქართული საზოგადოების მხრიდან იმ განცდის მანიფესტაცია, რომ საქართველოში მიმდინარეობს არაჯანსაღი პოლიტიკური პროცესები რასაც ქვეყანა მიჰყავს ავტორიტარიზმისკენ... როგორც ჩანს, ქართველმა მწერლებმა ჩათვალეს, რომ ეს შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიტაცების პროცესის ნაწილი. კულტურაზე და ლიტერატურაზე კონტროლის განხორციელების მცდელობა. პრობლემა არ არის ჟიურის ერთ წევრში, არც კონკრეტულ გადაწყვეტილებაში და კონკრეტულ მინისტრში. მე ვიტყოდი, რომ პრობლემა ჩვენს ქვეყანაში არის ბევრად უფრო ზოგადი, - ამბობს წიფურია.
იხილეთ ასევე: