სრული კრიმინალური განუკითხაობა, ქაოსი და უსამართლობა - ეს ჭაობია, რომელშიც ჩაფლობა ქვეყანამ ცხრა წლის წინ დაიწყო და ახლა უკვე მთელი სახელმწიფო ყელამდე ტალახშია. ქვეყნის საზღვრები სრულიად დაუცველი და უკონტორლოა, იმ ტერიტორიებზე, რომლის ოკუპაციაც რუსეთს ჯერ არმოუხდენია, ისე შედიან და გადიან - როგორც გაუხარდებათ.
საქართველოს ყველა ქალაქსა და უკვე ლამის ყველა სოფელში ბიზნესს ე.წ. კანონიერი ქურდები აკონტროლებენ, ბიუჯეტის ფულს კი ე.წ. ხელისუფლება პირდაპირ ჯიბეში იდებს. კრიმინლაური სამყაროს სრული კონტროლის ქვეშაა ციხეებიც - დღეს ე.წ. მაყურებლებმა ცემით და ხელნაკეთი იაღარით მოკლეს რუსთავის დაწესებულების პატიმარი, დაჭრილია კიდევ ორი.
სისხლიანი გარჩევის მიზეზი კი ე.წ. ქურდული "ობშიაკი" გახდა, რომლის შეგროვებაც ციხეებში 2012 წლიდან განახლდა. წლებია, ამგვარ დანაშაულს და ე.წ. მაყურებლების გავლენებს ციხეების ადმინისტრაცია უმოქმედოდ ადვენებს თვალს. და ამგვარად თავად ხდება კრიმინალური სამყაროს ნაწილი.
იხილეთ ასევე: