"დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში თბილისში მცხოვრები 31 წლის ავსტრალიელი მასწავლებლის, შანაი ბრუკის გარდაცვალებას ეხმაურება და წერს, რომ მოქალაქეებმა განცდა "ვაიმე!" უნდა აქციონ კითხვად "რა ვქნათ?".
მისი თქმით, თუ კითხვას "გვეშველება რამე" ჩავნაცვლებთ, "როგორ ვუშველო, როგორ შევცვალო გარემო", გამოსავლის უკეთესი გზებიც მოიძებნება".
"ის რომ 5 ივლისის მერე მშვიდობას და უსაფრთხოების განცდას ვკარგავთ ამაზე ბევრჯერ მისაუბრია. ეხლა აღარ მივუბრუნდები.
ყველაზე მეტად მაწუხებს ხალხის უმწეობის განცდა. თან მესმის, თან მაწუხებს, რადგან ბოროტების, ძალადობის, ჭაობის გაგრძელების ყველაზე დიდი მოკავშირე ეს უმწეობის და უიმედობის განცდაა. მემგონი, განცდა‘ვაიმე’ უნდა ვაქციოთ კითხვად ‘ რა ვქნათ?’ ყველას, ცხადია, თავისი პასუხი ექნება, საკუთარი პროფესიის და სიტუაციიდან გამომდინარე. მაგრამ მინდა გაგიზიაროთ ჩემი დამოკიდებულება:
1. ყოველი უსამართლობის დანახვისას არ დავუშვათ გულგრილობა, რომელიც პერიოდულად ყველას შეიძლება დაეუფლოს
2. ვესაუბროთ ხალხს ჩვენ გარშემო, არ დაგვეზაროს. ზოგს სამზარეულოში, ზოგს მაღაზიაში, ზოგს ფბზე, ზოგს დაბადების დღეზე.
3. გავავრცელოთ ცვლილების ბაცილა. ხშირად ერთმანეთის განწყობა გადამდებია. ცვლილება ყველას გამსხვავებული შეიძლება გვინდოდეს, მაგრამ თავად ცვლილების წყურვილის გავრცელება უკვე მოქმედებაა
4. სოლიდარობა. ბევრს გონია, რომ მარტოა საკუთარ პრობლემასთან და მარტო ვერ მოერევა. სინამდვილეში ასე არ არის. აი ლიტერაზე ვნახეთ სოლიდარულმა ქმედებამ ჩიხში მოამწყვდია ბოროტება. იგივე ვქნათ მუზეუმზე. საგანძურო არ ეკუთვნის წულუკიანს, ჩვენია და ჩვენი პასუხისმგებლობაც არის დავიცვათ. გავიკითხოთ ნაცნობები, მივწეროთ, დავრეკოთ გავიგოთ და ვიმოქმედოთ
5. არ ავყვეთ აგრესიას. მიზანმიმართულად ცდილობენ ჩაგვითრიონ აგრესიულ დაპირიაპირებაში, საიდანაც მოგებული ვერავინ გამოვა. ბოტი დავბლოკოთ, გაბრაზებულს აგრესიის გარეშე ვესაუბროთ, არ დაგვეზაროს გადარწმუნება მშვიდად.
6. ყველა წავიდეთ არჩევნებზე და ჩვენი შესაძლებლობების და პასუხისმგებლობების ფარგლებში დავიცვათ ხმა. არჩევანი შეიძლება არ იყოს იდეალური, მაგრამ ცვლილების არჩევანი არის და საკმაოდ მრავალფეროვანი
ეს მხოლოდ ჩემი ნაფიქრია და პრეტენზია არ მაქვს, რომ ამომწირავია, მაგრამ კითხვას ‘გვეშველება რამე’’ თუ ჩავნაცვლებთ, ‘როგორ ვუშველო, როგორ შევცვალო გარემო’, ჩემზე უკეთესი პასუხებიც გექნებათ",- ნათქვამია ელენე ხოშტაბიას განცხადებაში.
ცნობისთვის, ავსტრალიელ შანაე ბრუკსის 30 ივლისიდან ეძებდნენ. მასწავლებლის ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. მეგობრების თქმით, ბოლო საუბრის დროს ის ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მას თავს დაესხნენ. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ის სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი გახდა. კადრები სადაც სხეულზე ძალადობის კვალი ჩანს, "მთავარი არხის" დრონებმა გადაიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.