თურქეთში ხანძრის გამო კურორტებიდან ტურისტების ევაკუაცია დაიწყო

გამოქვეყნდა:

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროებიდან, სადაც ხანძრები მძვინვარებს, ტურისტების ევაკუაცია დაიწყო. BBC-ს ცნობით, არსებობს საშიშროება, რომ ხანძარი სასტუმროებსა და სახლებზეც გავრცელდეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თურქეთის სანაპირო დაცვის გემებმა ქალაქ ბოდრუმში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მყოფი დამსვენებლები უსაფრთხო ტერიტორიებზე გადაიყვანეს. 

მეხუთე დღეა, თურქეთში ხანძრები მძვინვარებს, რამაც უკვე 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

31 ივლისს კიდევ 2 ადამიანის დაღუპვა დადასტურდა. ისინი იმ ათასობით ადამიანს შორის იყვნენ, რომლებიც თითქმის ასობით ცეცხლის განცალკევებულ კერებს ებრძოდნენ. ცეცხლის კერები კურორტებზე, სოფლებში, თურექთის ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის ზღვის სანაპიროებზეა გავრცელებული.

თურქეთის პრეზიდენტმა რეგიონები, სადაც ტყის ხანძრებთან ბრძოლა ამ დრომდე მიმდინარეობს, სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა.

გასული დღე ღამის განმავლობაში მეხანძრეება 10 კერის ლოკალიზება შეძლეს. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება ამ დრომდე მუშაობს, ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი შეიძლება განზრახ იყოს გაჩენილი.  

თურქეთს დასახმარებლად სახანძრო თვითმფრინავები გაგზავნა უკრაინამ, აზერბაიჯანმა, ირანმა და რუსეთმა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი