რაღაც უნდა შევცვალოთ ქართველებმა და საქართველომ, მინდა უკეთესი იყოს ჩემი ქვეყანა - აფხაზავა

გამოქვეყნდა:

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა ამბობს, რომ მისი განცხადებებით ქვეყანას კი არ აზიარებს, არამედ სურს, ის უკეთესი გახადოს. აფხაზავა ამბობს, რომ თუ გვინდა ტურისტები ჩამოვიდნენ, საქართველო მომხიბვლელი იყო, ასე არ გამოვა.

"რაღაც უნდა შევცვალოთ ქართველებმა და საქართველომ. საქრთველოს აზიანებს შენი განცხადებებიო, რომ ვთქვათ სამძიმრის წერილი გამოვთქვი და მაპატიე მასწავლებლო, ასეთი სტატუსი დავწერე, საქართველოს კი არ ვაზიანებ, არამედ მინდა, რომ უკეთესი იყოს ჩემი ქვეყანა. გვინდა ტურისტები ჩამოვიდნენ, გვინდა საქართველო გავხადოთ მომხიბვლელი ქვეყანა, მაგრამ ასე არ გამოვა.

აუცილებელია, რომ რომ შესაბამისმა ორგანოებმა ძალიან სწრაფად დანაშაული გახნან და დაისაჯონ დამნაშავეები, თუმცა ძალიან ცოტა რამ მახსენდება, რომ ვთქვათ გამოძიებულია, ან დასჯილია", - თქვა ლადო აფხაზავამ. 

ცნობისთვის, 31 წლის ავსტრალიელი ქალის გარდაცვალებას ლადო აფხაზავა გუშინვე გამოეხმაურა და დაწერა: 

ცნობისთვის, ავსტრალიელ შანე ბრუკის 30 ივლისიდან ეძებდნენ. მასწავლებლის ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. მეგობრების თქმით, ბოლო საუბრის დროს ის ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მას თავს დაესხნენ. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ის სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი გახდა. კადრები სადაც სხეულზე ძალადობის კვალი ჩანს, "მთავარი არხის" დრონებმა გადაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.

🇬🇪 🇪🇺 მთავარი არხის საგანგებო ეთერი რუსთაველის გამზირიდან | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი