ბელარუსი სპორტსმენი ტოკიოში შველას და თავშესაფარს ითხოვს

გამოქვეყნდა:

24 წლის ბელარუსმა მძლეოსანმა, კრისტინა ტიმანოვსკაიამ, რომელიც ტოკიოში ოლიმპიადაზე გამოსასვლელად ჩავიდა, აეროპორტში განაცხადა, რომ სამშობლოში ვერ დაბრუნდებოდა, რადგან იქ მისი უსაფრთხოება დაცული არ არის. აეროპორტში მყოფმა ბელარუსმა სპორტსმენმა ადგილობრივ სამართალდამცველებს სთხოვა, რომ მინსკის რეისზე არ აეშვათ. 

ბოლო ინფორმაციით, კრისტინა ტიმანოვსკაია ტოკიოში, პოლიციის განყოფილებაში რჩება და აპირებს, ევროპაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს. 

2 აგვისტოს ტიმანოვსაკია 200 მეტრზე სირბილში შეჯიბრებაზე უნდა გამოსულიყო. მაგრამ, მისი თქმით,  მასთან ნომერში მივიდნენ ნაკრების წარმომადგენლები და აეროპორტში ძალით წაიყვანეს. მისი თქმით, ამის მიზეზი სოციალურ ქსელში გუნდის მწვრთნელების კრიტიკა გახდა. სპორტსმენმა Instagram-ზე ბელარუსი სპორტული მაღალჩინოსნები გააკრიტიკა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ტიმანოვსკაია, მისი თანხმობის გარეშე 4X400 ესტაფეტაში გაეყვანათ. 

"ასეთი რეაქცია არ მექნებოდა, წინასწარ რომ აეხსნათ ჩემთვის ვითარება და ეკითხათ, შემეძლო თუ არა 400 მეტრზე სირბილი. მაგრამ ყველაფერი ჩემს ზურგს უკან გადაწყვიტეს. მერწმუნეთ, მიუხედავად იმისა, რომ 400 მეტრზე არასდროს მირბენია, მზად ვიყავი, გუნდს მხარში დავდგომოდი", - თქვა კრისტინამ. 

სპორტსმენის ნაადრევად უკან გაწვევის თაობაზე ბელარუსის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადეს, რომ კრისტიან ტიმანოვსკაია ოლიმპიადაზე მონაწილებას "ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის" გამო აღარ მიიღებდა. 

"ექიმების დასკვნის საფუძველზე, რომელიც ბელარუსი მძლეოსნის, კრისტინა ტიმანოვსკაიას ემოციურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ეხება, ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბმა სპორტმენის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო", - ნათქვამია ბელარუსის ეროვნული ოლმპიური კომიტეტის განცხადებაში. 

ბელარუსი ოპოზიციონერები კი ირწმუნებიან, რომ გოგონას ევაკუაციის გადაწყვიტილება პირადად ბელარუსის პრეზიდენტმა ალეკსანდრ ლუკაშენკომ მიიღო. ინფორმაცია, რომ ტიმანოვსკაიას ტოკიოდან ბელარუსში დეპორტაციას ძალდატანებით ცდილობდნენ, გაავრცელა ბელარუსის სპორტული სოლიდარობის ფონდმაც. მათი თქმით, "ბალარუსის ეროვნული გუნდის წარმომადგენლები ძალოსნის დეპორტაციას ცდილობენ".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი