წინასაარჩევნოდ მთავრობა რთველს ისევ დაასუბსიდირებს - 1 კგ ყურძენი 90 თეთრი ეღირება

გამოქვეყნდა:

მთავრობა წინასაარჩევნოდ რთველს ისევ დაასუბსიდირებს. შესაბამისი განცხადება პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, 1 კგ ყურძნის ღირებულება მინიმუმ 90 თეთრი იქნება.

"პოსტპანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წელსაც ჩვენ მოვახდინოთ რთველის სუბსიდირება. 1 კილოგრამი რქაწითელი ეღირება არანაკლებ 90 თეთრი, აქედან სახელმწიფოსგან დამატებით კომპანიები მიიღებენ 35 თეთრს, ანუ რეალურად მოსახლეობა მიიღებს ამ დანამატს. ჯამში, მინიმუმ 90 თეთრი იქნება კილოგრამი ყურძნის ფასი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ღარიბაშვილმა თქვა, რომ წელს ქვეყანაში ჭარბი ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი