გაიცანით ენდრიუ ჰოი | ადამიანი, რომელმაც 62 წლის ასაკში ტოკიოს ოლიმპიადაზე 2 მედალი მოიპოვა

გამოქვეყნდა:

ავსტრალიელი მხედარი, ენდრიუ ჰოი 62 წლის ასაკში ოლიმპიური თამაშების მედალოსანი გახდა. ორ 
აგვისტოს მან ერთბაშად ორი მედალი მოიპოვა - ბრინჯაო ინდივიდუალურ შეჯიბრებაში, ვერცხლი კი გუნდურში.

ავსტრალიელმა, რომლის ცხენსაც Vassily de Lassos ჰქვია, ოლიმპიადაზე მერვედ იასპარეზა. პირველად ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში 1984 წელს და უკვე 6 ოლიმპიური მედალი აქვს. ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ენდრიუ მე-3 ადგილზე გავიდა და მხოლოდ გერმანელ იულია კრაიევსკისა და ბრიტანელ ტომ მაკევენს ჩამორჩა. გუნდურ შეჯიბრში კი ავსტრალიის ნაკრები, რომელშიც ჰოის გარდა, შეინ როუზი და კევინ მაკნები შედიოდნენ, მე-2 ადგილზე გავიდა და შესაბამისად, ვერცხლის მედალიც მოიპოვა.

"როდესაც ამ სპორტში გამოსვლა დავიწყე, გუნდში ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი. ახლა კი, როცა ოლიმპიურ სოფელში მხვდებიან, ყველას ოფიციალური პირი ვგონივარ, მაგრამ მათ ვეუბნები, რომ სპორტსმენი ვარ", - თქვა ჰოიმ, რომელმაც პირველი ოლიმპიური მედალი 1992 წელს, ბარსელონაში მოიპოვა, ხოლო ტოკიომდე ბოლოს მედალი სიდნეიში 2000 წელს ჰქონდა მიღებული.

ენდრიუ ჰოი ყველაზე ასაკოვანი მხედარია, რომელმაც ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა, მაგრამ ზოგადი რეკორდის მფლობელი მაინც ვერ გახდა, რადგან 1968 წლის მონრეალის ოლიმპიადაზე ნაოსნობაში შვეიცარიელმა ლუი ნოვერაზმა ვერცხლის მედალი 66 წლის ასაკში მოიპოვა.

წყარო: popsport.com 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი