
ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის შემდეგაც დარჩება - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა, თუმცა, რა შეზღუდვებზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.
საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც მთავრობის, ასევე თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო იზრდება და მოთხოვნა პირბადის, სოციალური დისტანციისა და ა.შ., კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაგვჭირდება, - ამბობს გახარია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 23 მაისიდან უქმდება.