შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავისუფლების უკანონო აღკვეთს ბრალდებით 4 პირი -1981 წელს დაბადებული თ.ნ., 1982 წელს დაბადებული ზ.ს., 1999 წელს დაბადებული გ.თ. და 1998 წელს დაბადებული შ.შ. დააკავეს.
მათ მცხეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ 23 წლის გოგოს ცოლად მოყვანის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ნ.-მ, სამ თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, ცოლად მოყვანის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა", - წერია უწყების განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.