გასაგებია, ესეც წინასაარჩევნო გარიგებაა, ამჯერად ხატს ცვლიან ხმებში - ჯაფარიძე ანჩისხატზე

გამოქვეყნდა:

"პრობლემა არის კონკორდატი და მისგან გამომდინარე პრივილეგიები, რამაც გადააქცია საპატრიარქო მატერიალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ორგანიზმად.

პრობლემა არის მაღალი სასულიერო იერარქების ეთნო-რელიგიური ფუნდამენტალიზმი და საბჭოთა აზროვნება, რამაც, სხვა გარემოებებთან ერთად აქცია საპატრიარქო რუსეთის მთავარ საყრდენად ამ ქვეყანაში

ესაა პრობლემები, ქსენოფობიაა პრობლემა, შეუმწყანრებლობაა პრობლემა, ძალდობის და ანტი-ქრისტიანობის ქადაგებაა პრობლემა, ბიუჯეტიდან მილიონების მიღებაა პრობლემა, შავი ჯიპებია პრობლემა, გადასახადებისგან გათავისუფლებაა პრობლემა, მიწების, ტყეების და უძრავის ქონების საარჩევნო მხარდაჭერაში დაბარტერებაა პრობლემა, ფარისევლობაა პრობლემა, რუსეთის მორჩილებაა პრობლემა და ა. შ. და ა. შ.

თორემ ხატი ეკლესიისაა, ყოველთვის ეკლესიის იყო და აქამდეც უნდა დაებრუნებინა სახელმწიფოს. "აუ, ძალიან ძვირფასი ხატია და სახელმწიფო უფრო კარგად მოუვლის" - საშიში ლოგიკაა, ამ ლოგიკით ყველას შეგიძლია ყველაფერი წაართვა თუ კარგად მოინდომებ და მოუნდომებიათ და წაურთმევიათ წარსულში არაერთხელ.

პ.ს. გასაგებია რომ ესეც წინასაარჩევნო გარიგებაა, ამჯერად ხატს ცვლიან ხმებში, მაგრამ მაინც". 

წერს "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ანჩისხატზე, რომლის დაბრუნებასაც ეკლესია სახელმწიფოსგან ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი