ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა - ოპოზიციის კითხვები გახარიას

გამოქვეყნდა:

რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება კრიზისიდან გამოსასვლელად და როგორ? - ეს არის ის მთავარი კითხვები, რომელიც ოპოზიციას პრემიერმინისტრთან აქვს.

საპარლამენტო ოპოზიციას კითხვები აქვს უცხოურ დახმარებებზეც. იმ ფონზე, როდესაც, მათი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ამ ფინანსურ დახმარებებს კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან ერთად განიხილავენ, ოპონენტებს აინტერესებთ, როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება ამ სახსრების მოზიდვას.

ძალიან საინტერესო იქნება მოისმინონ ბატონი გახარიას დეტალური გეგმები და დეტალური ანგარიში, სად წავიდა და როგორ გაიხარჯა ის სახსერები, რომელსაც ის პირდებოდა საკუთარ მოქალაქეებს, - ამბობს სალომე სამადაშვილი.

"ევროპულ საქართველოში" კი ინტერესდებიან, როგორ აპირებს ხელისუფლება ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას. 

ჩვენი კითხვები იქნება ეკონომიკასთან დაკავშირებით, იმ ხედვასთან დაკავშირებით, რომელიც რეალურად ვნახეთ, რომ არ არის ქვეყნის კრიზისიდან გამომყვანი, - ამბობს სერგი კაპანაძე.

გიორგი გახარია პარლამენტში 27 მაისს მივა და დეპუტატებს კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებულ ანგარიშს წარუდგენს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი