ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი სიორიძე აირჩიეს

გამოქვეყნდა:

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი სიორიძე აირჩიეს. ახალი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დღეს კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა.

სიორიძის კანდიდატურა ოპოზიციის მიერ იყო წარდგენილი.

ცესკოს, ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოსამზადებელ საკითხებზე იმსჯელეს. მათ შორის, დამტკიცდა საარჩევნო გრაფიკი.

შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 2 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე პარლამენტმა გუშინ, 2 აგვისტოს დაამტკიცა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი