ენმ-ს წევრის, თინა ბოკუჩავს განცხადებით, დასავლელი პარტნიორები შეშფოთებული არიან იმ ფაქტით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევით ზურგი აქცია ევროატლანტიკურ არჩევანს. მისივე ინფორმაციით, განიხილება კონკრეტული ნაბიჯები:
შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ განიხილება კონკრეტული ნაბიჯები, რაც შეიძლება ჩვენმა პარტნიორებმა გადადგან იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“, ივანიშვილის რეჟიმმა ცხადად დაინახოს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმ ევროატლანტიკური კურსის შენარჩუნება საქართველოსთვის, რომელთან დაკავშირებითაც ქართველმა ხალხმა გააკეთა ისტორიული არჩევანი. ამ შეთანხმებიდან გასვლის მცდელობა იყო უარი ამ ისტორიულ არჩევანზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრის შემდეგ
შეგახსენებთ, 28 ივლისს, "ქართულმა ოცნებამ"მიშელის შეთანხმება ამოწურულად და ანულირებულად გამოაცხადა.