სახელმწიფოს მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სახელმწიფოს მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს, ხოლო ბრალდებულის სახით 3 პირი პასუხისგებაში მისცეს.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნის მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფ 10-მდე კომპანიის სახელით, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა ურთიერთშორის განახორციელეს სხვადასხვა სახის მომსახურების მიწოდება, რა გზითაც მათსავე კომპანიებს შეუქმნეს ჯამში 318 503 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რაც შემდგომში გამოიყენეს კომპანიების საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად", - ნათქვამია განცხადებაში. 

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 185-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი