თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მერიმა, კახა კალაძემ, დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ვარკეთილის სკვერში მაჰათმა განდის ძეგლს სათვალე მოჰპარეს. ძეგლი 10 ივლისს საზეიმოდ გაიხსნა.

"ძეგლი უკვე დაზიანებული, კერძოდ, მოხსნილია სათავლე, ძეგლს მოპარეს სათვალე, არ ვიცი რა უნდა ვთქვა ამაზე, რა თქმა უნდა, არის სხვა ფაქტებიც. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი და რთულია მისცე ამ ყველაფერს შეფასება. კიდევ უფრო ძნელია იმის გააზრება, რომ  ხშირად ვანდალიზმის ჩამდენი პირები არიან მოზარდები და მათ აგრესიულ ქცევას მშვიდად ადევნებენ თვალყურს უფროსები",- თქვა კახა კალაძემ. 

ცნობისთვის, 10 ივლისს თბილისში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა. საქართველოს პრემიერის თქმით, ქვეყნებს შორის მეგობრობისა და პატივისცემის დასტურად ინდოეთის საზოგადო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი