პრეზიდენტის განცხადებას დაბალანსება აკლდა - "ოცნება" ზურაბიშვილით უკმაყოფილოა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნებაში" აცხადებენ, რომ პრეზიდენტი მათ მიმართ უფრო კრიტიკული იყო, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ და სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციური პარტია მეტად უნდა გაეკრიტიკებინა. 

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მიშელის დოკუმენტი ანულირებულია და აღარ დაუბრუნდებიან. რაც შეეხება სანქციების დაწესებას, მათ მოლოდინი აქვთ, რომ საერთაშორისო პარტნიორები სანქციებს არ დაუწესებენ. აღსანიშნავია, რომ სანქციებზე პრემიერი ღარიბაშვილი საერთოდ არ საუბრობს. 

"განცხადებას მნიშვნელოვნად აკლდა დაბალანსება, ვინაიდან გასვლა შეთანხმებიდან ერთია, რასაც სერიოზული საფუძველი და წინაპირობა აქვს, და მეორეა, როდესაც შეთანხმებას საერთოდ არ უერთდები, რაზეც პრეზიდენტს მეტი აქცენტი უნდა გაეკეთებინა. თუ ვინმეს ოდესმე სანქციები უნდა დაწესდებოდა ეს იყო იმ სადისტური მმართველობის ლიდერებს, კონკრეტულ პირებს, რომლებიც დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, პასუხისგებაში არიან მიცემული",- ამბობს გია ვოლსკი.

19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობისკენ" ისრები გადააქვს "ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატს ბექა დავითულიანს.

"პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომლითაც ის შეეცადა დაებალანსებინა პოლიტიკური ვითარება, რომელიც შექმნილია დღეს. ერთადერთი რაც პრეზიდენტის განცხადებას აკლდა, იყო ის, რომ ხაზი უფრო მეტად გაესვა იმ დესტრუქციული ქმედებებისთვის, რომელიც მოჰყვა ძირითადი ოპოზიციური ჯგუფის მხრიდან ამ შეთანხმების გარშემო მოვლენებს",- ამბობს ბექა დავითულიანი.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა - "ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ანულირებაზე.

საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი უნდა შესრულდეს, შეთანხმებამ დიდი როლი ითამაშა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში და არ ეთანხმება მმართველი პარტიის შეფასებას, რომ დოკუმენტმა პოლარიაზაცია ვერ შეამცირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი