დაადგინეთ ორგანიზატორები, ასევე ამ ძალების დამფინანსებლები - HRC 5 ივლისზე მთავრობას მიმართავს

გამოქვეყნდა:

"დამიანის უფლებათა ცენტრი" HRC, რომელიც 5-6 ივლისს ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებული პირების უფლებებს იცავს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს ხელი შეუწყოს ძალადობის ორგანიზატორების ვინაობის დადგენას და გამოაშკარავებას.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დღემდე არ მომხდარა ძალადობრივ ქმედებებში ჩართული ყველა პირის იდენტიფიცირება და შესაბამისად, არ დაწყებულა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორთა სისხლისსამართლებრივი დევნა.

HRC წერს, რომ მათ წარმოებაში 16 საქმეა, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებისადმი განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლას შეეხება. ამ დროისათვის, 9 პირს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.

"სამწუხაროდ, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დღემდე არ მომხდარა ძალადობრივ ქმედებებში ჩართული ყველა პირის იდენტიფიცირება და შესაბამისად, არ დაწყებულა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორთა სისხლისსამართლებრივი დევნა.

გასული წლების მსგავსად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საზოგადოების ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლება მუდმივად თავს იკავებს რადიკალური ჯგუფების ორგანიზატორთა მიერ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისგან. მეტიც, ხშირად ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსნებისა და ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების რიტორიკა იდენტურია, რაც ხელს უწყობს ძალადობის პროვოცირებასა და საზოგადოებაში პოლარიზაციის გაზრდას", - წერია ორგნაიზაციის განცხადებაში.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

  • ხელი შეუწყოს 5-6 ივლისს განხორციელებული, წინასწარ დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებების და მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული შტურმის ორგანიზატორთა ვინაობის დადგენას, ასევე - ამ ძალების დამფინანსებელი ორგანიზაციებისა თუ ფიზიკური პირების გამოაშკარავებას;
  • ხელი შეუწყოს ძალადობრივ მოვლენებში უცხო მტრული ქვეყნის სახელისუფლებო ორგანოების და სპეციალური სამსახურების შესაძლო მონაწილეობის დადგენას და მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება.
  • პროცესის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გასაზრდელად, უზრუნველყოს პარლამენტის ბაზაზე მულტიფრაქციული საპარლამენტო კომისიის შექმნა და გაზარდოს პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა, გამოძიების ეფექტურად წარმართვის მიზნით;

საგამოძიებო ორგანოებს:

  • უზრუნველყოს საგამოძიებო პროცესის სრულყოფილი და ობიექტური წარმართვა, 5-6 ივლისს განხორციელებულ ძალადობრივ მოვლენებში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირებისა და ამ ქმედებების ორგანიზატორთა დადგენისა და მათდამი სისხლისსამართლებრივი დევნის ჯეროვნად განხორცილების მიზნით;
  • უზრუნველყოს სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა და რიგითი პოლიციელების ქმედებების შესაფასებლად, 5-6 ივლისის ძალადობრივი ქმედებების დროს, საპოლიციო ძალთა მობილიზების, აქციების მართვის და ძალადობის აღსაკვეთად საჭირო ზომების მიღების კონტექსტში.
მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი