500 კგ ნაგავს ხელით ვახოხებ მანქანამდე, 40 გრადუს სიცხეში, მოვიდეს კალაძე, ნახოს - თბილსერვისის გაფიცული თანაშრომელი

გამოქვეყნდა:

"თბილსერსვის ჯგუფის" თანამშრომლების ნაწილი გაფიცვას აგრძელებს, ნაწილმა ხელმძღვანელობასთან შეხვედრა უკვე დატოვა. რამდენიმე საათია დასუფთავების სამსახურის თანაშრომლები ქუჩების დალაგებაზე უარს ამბობენ და კომპანიის ოფისთან აქციას აგრძელებენ. 

მედიასთან კომპანიის წარმომადგენლებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

"საათები კი არ მოგვიკლეს, დაგვიმატეს და ხელფასი მოგვიკლეს, ესე გამოვიდა. დილიდან საღამომდე აყროლებულ ნაგავში ვართ, მანქანას ნაგვის წყალი გასდის, საბურავი დაფუშული, ზოგს ზადნი არ აქვს, ზოგს პირველი, ზოგი მანქანა კრილოებით ტაშს უკრავს. ვინაა ამაზე პასუხისმგებელი, ფორმა არ მაქვს, ხელფასი მე არ მაქვს ნორმალური. 

კალაძეს უთქვამს ხელმძღვანელობისთვის, ჩვენ, მერია არ ვართ კმაყოფილი მაგათი მუშაობით. მოვიდეს ბატონი კალაძე, გამომყვეს, 500 კგ-ს რომ უდრის ნაგავი და მანქანამდე ხელით რომ ვახოხებ 40 გრადუს სიცხეში ნახოს, ვინ იქნება კმაყოფილი და ვინ უკმაყოფილო", - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი. 

ცნობისთვის, გაფიცული თანამშრომლები კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების პირობების შესრულებასა და ხელფასის ზრდას ითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი