მწერალთა ეროვნული აკადემიის სახელით თეა წულუკიანისადმი გავრცელებული მიმართვა "ხელმომწერთა" ნაწილი ემიჯნება. მწერლები ამბობენ, რომ მათთვის წერილის შინაარსი ცნობილი არ იყო. მსგავსი განცხადება უკვე გააკეთა ჯუბა ღებელმა და ლერი ალიმონაკმა.
"ეს არის ბოლშევიკური პათოსით სამინისტროს პროპაგანდის მიერ შედგენილი პასკვილი, რომელსაც მხოლოდ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს - კონფრონტაცია. სამინისტრომ ვერ შეძლო ამ პრობლემის მოგვარება და იმის ნაცვლად რომ მოეგვარებინა ეს პრობლემა კონფრონტაციის გზას დაადგა. ეს არ გამოვა, რადგან ის მწერლები, ის სახელოვანი ავტორები, რომელთა სახელიც დაურთეს ამ წერილის ბოლოს, მათმა უმეტესობამ არ იცოდა არ იცოდა ამ წერილის შესახებ.
სამინისტროს ეს მცდელობა, რომ დაეპირისპირებინა მწერლები ერთმანეთთან, არ გამოდის", - თქვა ზვიად კვარაცხელიამ.
ამავე თემაზე: