მწერალთა ეროვნული აკადემიის სახელით თეა წულუკიანისადმი გავრცელებული მიმართვა "ხელმომწერთა" ნაწილისთვის ცნობილი არ იყო. მათთვის გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა მათი ხელმოწერა მიმართვაზე, რომლის არსებობაზეც მედიიდან შეიტყვეს.
"ვინ აწერს ხელს არ ვიცი, ვინ წერს ამ წერილს არ ვიცი, შეიძლება რაღაც ისეთია, ზოგადად ვიღაცამ შეიძლება ჩემი პოზიცია, არ მინდა მათთან უხერხულად გამოვიდე, არ ვიცი მართლა რაზეა საუბარი, თვლიან, რომ მე მათ აზრს ვიზიარებ, მაგრამ მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ რამე დაპირისპირებისა და თავს ვიკავებ ხოლმე ესეთი რაღაცეებისგან, სულ ამ კუთხით ჩრდილში ვარ", - ამობს პოეტი, ჯუბა ღებელი.
მისი თქმით, მოვლენებს თვალს ადევნებს, მაგრამ არ უნდა რამე პოზიცია გამოხატოს და რომელიმე მხარე დაიჭიროს. მისი აზრით, მწერლობას ერთმანეთთან დაპირისპირება არანაირად არ ადგება.
მიმართვას უკვე გაემიჯნა ლერი ალიმონაკი, რომლის კომენტარს ზვიად კვარაცხელია.
"გულმა ვერ მომითმინა და დავურეკე ლერი ალიმონაკს. ჩემთვის არავის შეუთანხმებია ეს წერილი და საერთოდ მიუღებელია ის სტილი და პათოსი, როგორც ეს ტექსტია შედგენილიო.
ვაქვეყნებ მისი ნებართვით", - წერს ის.