დაჭრილი მოკლულის ნათესავია - კასპში 1 პირი მოკლეს, 2 დაჭრეს

გამოქვეყნდა:

კასპში მომხდარი მკვლელობის დეტალები - არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდა მოკლულის ნათესავია.

მკვლელობა სოფელ ახალსოფელში მოხდა. ცივი იარაღით მოკლეს 50 წლამდე მამაკაცი გიორგი გაბაძე, ხოლო ასევე ცივი იარაღითაა დაჭრილი კიდევ ორი პირი, რომლებიც საავადმყოფოში არიან და მათი მდგომარეობა მძიმეა. 

არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ კონფლიქტი უძღოდა, მონაწილე პირები კი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

შსს-მ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი