"ჩვენ ეკლესიასთან ვაწარმოეთ კონსულტაციები და შევთანხმდით" - წულუკიანი ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდზე

გამოქვეყნდა:

ამოვყალიბდებით ისე, როგორც ეს ძეგლისთვის, ფასეულობებისთვის და ქვეყნისთვის იქნება საუკეთესო- აცხადებს კულტური მინისტრი წულუკიანი ხელოვნების მუზეუმიდან, ექსპონატების ევაკუაციასთან დაკავშირებით,

წულუკიანის თქმით, საპატრიარქოსთან კონსულტაციების საფუძველზე ექსპონატებისთვის ორი ადგილი შეარჩიეს:

„ჩვენ ეკლესიასთან ვაწარმოეთ კონსულტაციები და შევთანხმდით, რომ შენობა რომ აღდგეს, რა თქმა უნდა, მძიმე ფიზიკური სამუშაოები იქნება განსახორციელებელი და ექსპონატებმა დროებით უნდა დატოვონ ეს ავარიული შენობა, სანამ უკან დაბრუნდება. შეირჩა ორი სივრცე, ერთი გახლავთ ჯანაშიას მუზეუმის უკვე მომზადებული საცავი, ფონდსაცავი და საგამოფენო სივრცე, რომელიც, რა თქმა უნდა, მთელ მუზეუმს ვერ დაიტევს და დაიტევს მხოლოდ ნაწილს. მეორე სივრცე კი არის შალვა ამირანაშვილის მუზეუმის უკანა კორპუსი, რომელიც ამ ფონდებს სრულად დაიტევს. ეს ორი ალტერნატივაა დროებითი სივრცეებისთვის, რომელზეც ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და ჩამოვყალიბდებით ისე, როგორც ეს ძეგლისთვის, ფასეულობებისთვის და ქვეყნისთვის იქნება საუკეთესო“- ამბობს წულუკიანი

შეგახსენებთ, 4 ივლისს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. სამინისტრო მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო აპირებს მუზეუმი დაცალოს. 

გარდა ამისა, საპატრიარქო ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი