მკვლელობა ბორჯომში - ცნობილი ხდება, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ჭრილობები სავარაუდოდ ყელის არეში ჰქონდა მიყენებული, ბორჯომის სამედიცინო ცენტრში დღეს გამთენიისას შეიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. როგორც პრესსამსახურში mtavari.tv-ის უთხრეს, ამ დროისათვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.