პირველი, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს, ეს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანაა- ასე ეხმაურება აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი რუსეთის განცხადებას და ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები ქართველებს ადრეც მოუსმენიათ.
კელი დეგნანის თქმით, სწორედ ჯარების გაყვანა იქნება ის ნაბიჯი რის შემდეგაც შესაძლოა ასეთი განცხადებები სერიოზულად აღვიქვათ.
რუსეთის დიპლომატიური უწყება, მზადყოფნას გამოთქვამს, დაალაგოს საქართველოსთან ურთიერთობები.
ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის [იმ დონეზე], რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გაიმარჯვებს საღი აზრი და ჩვენი ქართველი პარტნიორები დაიწყებენ ურთიერთობების დამყარებას მეზობლებთან, ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით, - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ალეკსანდრ ბიკანტოვი.