ამერიკის ელჩი ქართულ ოცნებას 19 აპრილის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ ისევ მოუწოდებს.
კელი დეგნანმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რამდენად მნიშვნელოვანია შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი რეფორმების განხორციელება და ამბობს, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიღებულ შეთანხმებაში ყველა პუნქტი კონსტიტუციის შესაბამისად გაწერეს.
ქართულმა ოცნებამ კი 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.