"მთავარმა არხმა" დაადგინა ადგილი, სადაც დღეს დილით სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. ეს არის წმინდა ნინოს ქუჩა, რომელიც პოლიციის სამმართველოდან მხოლოდ 100 მეტრში მდებარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის მომხდარ გარჩევას.
ირკვევა, რომ ბორჯომში მოკლული პირი 36 წლის ლევან ნამგალაძეა. მას მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. არსებული ინფორმაციით, ნამგალაძე კლინიკაში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა მიიყვანა, დატოვა, თავად კი ადგილიდან მიიმალა.
შემთხვევა დღეს, 6 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. ექიმების ინფორმაციით, ჭრილობები ნამგალაძეს კისრისა და მხრის არეში ჰქონდა მიყენებული და სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა ჰქონდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
იხილეთ ასევე: