ბორჯომში მოკლული პირი 36 წლის ლევან ნამგალაძეა. მას მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. არსებული ინფორმაციით, ნამგალაძე კლინიკაში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა მიიყვანა, დატოვა, თავად კი ადგილიდან მიიმალა.
შემთხვევა დღეს, 6 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. ექიმების ინფორმაციით, ჭრილობები ნამგალაძეს კისრისა და მხრის არეში ჰქონდა მიყენებული და სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა ჰქონდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.