მაღაზიის რიგში დაწყებული შელაპარაკება კასპში, მკვლელობით დასრულდა

გამოქვეყნდა:

კასპის რაიონ სოფელ ახალქალაქში მოკლულია 50 წლის გიორგი გაბოძე. სოფელ ნოსტეში მცხოვრები მოკლულის ძმის შვილი და მათი მეზობელი კი დაჭრილია. მრავლობითი ჭრილობები მათ ცივი იარაღით მიაყენეს. გაბოძე ჰოსპიტალში მიყვანიდან 5 წუთში რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

დაპირისპირება გვიან ღამით სოფლის ცენტრში მოხდა. ინციდენტი მაღაზიის სალაროსთან რიგის არ დათმობის გამო დაიწყო. ადგილობრივების ინფორმაციით დაპირისპირებაში სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.

გვიან ღამითვე შსს-მ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო, სადაც წესით უნდა ჩანდეს მომხდარის დეტალები. 

მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული 26 წლის ლევან ხუციშვილია. ის დაპირისპირების შემდეგ მიიმალა და დაახლოებით 15 საათიანი ძებნის შემდეგ, კასპის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.

დაკითხვების სერია პოლიციის განყოფილებაში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოკლულის ოჯახის წევრების ინფორმაციით დაკითხვაზე იყო და ჩვენება მისცა მათივე ნათესავმა, ევსტატე გაბოძემაც. ის სისხლიანი დაპირისპირების ერთ-ერთი დაშავებულია. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი