სასწრაფოდ, დილამდე მოაგვარეთ ეს პრობლემა - ნიკა მელია დანაგვიანებულ თბილისზე კალაძეს მიმართავს

გამოქვეყნდა:

თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ნიკა მელია კახა კალაძეს "თბილსერვისის" თანამშრომლების მოთხოვნის დაკმაყოფილებას და დილამდე თბილისის დასუფთავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან Facebook-ლაივის დროს ისაუბრა. 

სასწრაფოდ, დილამდე მოაგვარეთ ეს პრობლემა... უნდა ადგეთ და დილამდე, ამ პაპანაქებაში, ყველაფერი უნდა იღონოთ და ეს ვითარება და ქაოსი მოაწესრიგოთ და მეორე, ხვალვე უნდა გასცეთ პასუხი ამ ადამიანებს და შეუსრულოთ აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნები - ჩააცვათ ფორმები "თბილსერვისის" თანამშრომლებს და გაუზარდოთ ხელფასები, - ამბობს ნიკა მელია.

მისივე თქმით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კამპანიის ფარგლებში, მას თბილისში არ ექნება არცერთი ბილბორდი.

"ქალაქში, სადაც ჟურნალიატებს სცემენ და კლავენ და ყველაფერს აბუჩად იგდებენ, ბილბორდების გარეშე დაგამარცხებ" - მიმართავს მელია კალაძეს. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი