ვინ გეგმავს ნიკა გვარამიას ლიკვიდაციას და მომდინარეობს თუ არა შესაძლო ტერორისტული აქტის საფრთხე ოკუპანტი სახელმწიფოდან. ამ შეკითხვებს პასუხის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა გასცეს, თუმცა სუს-ი მიმდინარე გამოძიების დეტალებს ამ დრომდე არ ახმაურებს.
შესაბამისად უცნობია რა ინფორმაციას ფლობს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის სიცოცხლის შესაძლო მოსპობაზე უწყება, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა ევალება.
იცის თუ არა ვინ არის დანაშაულის შესაძლო დამკვეთი და ორგანიზატორი არის თუ არა ამ შემთხვევაშიც ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და მისი უფროსი პუტინი როგორ ეს მთავარი არხის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას შემთხვევაში იყო.
ამბავს უკვე მოჰყვა გამოხმაურებები ოპოზიციაში. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანაში დაუცველია ყველა, ვინც არ მოსწონს ქართული ოცნების ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი ოპოზიციური მედია და მათი ხელმძღვანელები.
"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორის გამოკითხვა სუს-ში დღეს 16 საათზე გაგრძელდება. ნიკა გვარამიას გამოკითხვა ლილუაშვილის უწყებამ გუშინ, 6 აგვისტოს დაიწყო