საქართველოს ხელისუფლება ბოლოდროინდელ "ტრადიციას" აგრძელებს და არასასურველი შეკითხვებისგან თავის ასარიდებლად ჟურნალისტებს ერთ სივრცეში უყრის თავს, საიდანაც რთულია კითხვის დასმა და ხშირ შემთხვევაში რესპოდენტის დანახვაც კი.
ამჯერად მედია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე "გამოკეტეს", სადაც დილიდან ხელისუფლების წარმომადგენლებს ელოდებიან, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი უნდა მიაგონ.